დღეს, 24 ოქტომბერს, 13:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ (ივენთ ჰოლი, მის: მელიქიშვილის ქუჩა N1) ონალინ თბილისიმარათონის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
ონლაინ "თბილისიმარათონი“ ეს იყო „თბილისიმარათონის“ ვირტუალური ვერსია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ყველა მსურველს მეგობრებთან ერთად ერბინა, ჰყოლოდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მათი დახმარებით გამხდარიყო პირველი ფეისბუქ-მარათონის გამარჯვებული! ერთი მეგობრის გულშემატკივრობა მარათონზე 1 მეტრის გარბენის ტოლფასი იყო. ის, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა და შესაბამისად მისი გარბენიც მეტი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ "თბილისიმარათონის" აპლიკაციაში ჩართვა 20 სექტემბრიდან 20 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ფეისბუქაპლიკაციის მოხმარება კი მარტივი წესით ხდებოდა. „ხსნი აპლიკაციას და ემზადები, დგები სტარტზე, იწვევ მეგობრებს, იწყებ სირბილს და მარათონიც დაიწყო! „ (https://www.facebook.com/Tbilisimarathon/app_486125378126100)
დღეს პირველი ფეისბუქ მარათონელის ტიტულს მიიღებს და პრიზებით დასაჩუქრდება ის სამეული, რომელთაც 20 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი დააგროვეს. „ონლაიმარათონში“ 2000–მდე მონაწილე ჩაერთო.
საპრიზო კატეგორიები გადანაწილდება მარათონის პრინციპით. დაჯილდოვდებიან I, II და III ადგილზე გასული მონაწილეები, რომლებიც დასაჩუქრდებიან პრიზებით, მიენიჭებათ ფეისბუქ მარათონელის ტიტული და გადაეცემათ მედლები და სიგელები.
დამატებით ბონუსად მიიღებენ ფეისბუქ მარათონელის ბრენდირებულ მაისურს.
შედეგები ასეთია:
I ადგილი - 15 000 გულშმატკივარი
II ადგილი - 8000 გულშემატკივარი,
III ადგილი - 4000 გულშემატკივარი
პრიზების საკმაოდ შთამბეჭდავია: iPhone5 და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (I ადგილი)
სპორტული მაღაზია „ნიუბალანსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი, ზედაზენის ლუდი და ლიმონათი და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (II ადგილი), ერთი ყუთი ლუდი ზედაზედი და ერთი ყუთი ლიმონათი ზედაზენი, ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (III ადგილი)
დღეს დასახელდება ვინ გახდა პირველი ფეისბუქ-მარათონელი!