27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეგზიტპოლს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილის კომპანია „ბისიჯი კვლევა“ ჩაატარებს, რომლის ამჟამინდელი მფლობელია თარხნიშვილის მეუღლე ანა უჩანეიშვილი. შეგახსენებთ, რომ თარხნიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონლური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში 37–ე ნომრად ეწერა.
როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, კვლევის შედეგად „მიღებულ შედეგებს“ „რუსთავი2“ უცხოური კომპანიის სახელით გამოაცხადებს. ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ „რუსთავი2“-ის გენ.დირექტორმა ნიკა გვარამიამ თარხნიშვილი დაარწმუნა, რომ დამაჯერებლობისთვის ეგზიტპოლის კვლევაში ქართველების მონაწილეობა არ უნდა დაფიქსირებულიყო.