კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა „ვერის პარკში“ მდებარე „ჭადრაკის სასახლეში“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლო თემატური შეხვედრა გამართა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატი დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და დეპუტატმა გია ვოლსკმა წარუდგინეს.
გიორგი მარგველაშვილმა დევნილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმა გააცნო, დავით დარახველიძემ შეკრებილ საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. უახლოეს მომავალში დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება, ასევე მომავალ თვეში 500 მდე დევნილს უფასოდ სახცოვრებელი ბინა გადაეცემა.
როგორც დავით დარახველიძემ განაცხადა, დევნილი საზოგადოება ყოველთვის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წინა ხელისუფლება კი მათ ხმებს საარჩევნოდ იყენებდა.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი და მოქმედი მთავრობა კი დაინტერესებული დევნილების პრობლემები სწრაფად და ეფექტურად მოგვარდეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, საჭიროა საქართველო ყველასათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს და რეფორმები წარმატებით განხორციელდეს. დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე კი მთავრობა ეფექტურად მუშაობს: „ დევნილთა საზოგადოება სამწუხაროდ ყველაზე გამოცდილი ჯგუფია ქართულ პოლიტიკაში. მათ ბევრი დაპირება და ტყუილი მოისმინეს. ჩვენს ხელისუფლებას აქვს მშვიდობიანი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ამავდროულად ვმუშაობთ დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. თითოეული ჩვენგანის ოცნებაა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, რასაც ყველა ერთად ავისრულებთ“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა