ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „მტკვარი ენერგიას” გენერალურმა დირექტორმა ანზორ კვარაცხელიამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახალი ჰესების მშენებლობის მიზნით, პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას გულისხმობს. კვლევა 27 თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემები დაზუსტდება და ინვესტორი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად კონკრეტულ პროცედურებს დაიწყებს.
კომპანია „მტკვარი ენერგია“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს შემდეგ პოტენციურ პროექტებზე ჩაატარებს: „ხაშური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი. „ქვიშხეთი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 25,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,5 მლნ კვტ.საათი. „ოსიაური ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 104,9 მლნ კვტ.საათი; „გომი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 105,2 მლნ კვტ.საათი. „ახალსოფელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 96,1 მლნ კვტ.საათი. „ქარელი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 74,7 მლნ კვტ.საათი. „ურბნისი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 19 მგვტ; წლიური გამომუშავება - 83,1 მლნ კვტ.საათი. „სკრა ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 17,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 75,8 მლნ კვტ.საათი; „უფლისციხე ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,1 მგვტ; წლიური გამომუშავება - 97,3 მლნ კვტ.საათი. „გრაკალი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,7 მგვტ; წლიური გამომუშავება - 111,7 მლნ კვტ.საათი. „კასპი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 20,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 108,6 მლნ კვტ.საათი. „ქსანი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 37,3 მგვტ; წლიური გამომუშავება - 200,9 მლნ კვტ.საათი. „ფონიჭალა 3 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 138,6 მლნ კვტ.საათი. „ფონიჭალა 4 ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 139,3 მლნ კვტ.საათი. „ნაგები ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 16,8 მგვტ; წლიური გამომუშავება - 128,3 მლნ კვტ.საათი. „რუსთავი ჰესი“ - დადგმული სიმძლავრე - 18,6 მგვტ; წლიური გამომუშავება - 141,7 მლნ კვტ.საათი.
მემორანდუმით გათვალისწინებული ასაშენებელი ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 331,6 მგვტს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება 1,815 მლრდ კვტ.საათს მიაღწევს.
პროექტების განხორციელებაში დაახლოებით, 600 მლნ დოლარი ინვესტიცია ჩაიდება.