3 დღე „თბილისიმარათონამდე“
„თბილისიმარათონამდე“ დარჩა სამი დღე. საერთაშორისო ნახევარმარათონი საქართველოში აქტიურ ფაზაში შედის. მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გრძელდება.
დღეს, 23 ოქტომბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ივენთ ჰოლი, მის: მელიქიშვილის ქუჩა N1)
წინ გაიხსნება „თბილისიმარათონის“ სტენდი, სადაც შესაძლებელია მსურველების ადგილზე დარეგისტრირება. რეგისტრაცის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 00:00 საათი. და თუ თქვენ, ჯერ კიდევ არ ხართ დარეგისტრირებული, გეძლევათ კიდევ ერთი შანსი ჩაერთოთ, გახდეთ მარათონელი და ქველმოქმედი!
ნომრების გაცემა მოხდება 24 - 25 (12:00 - 20:00) და 26 ოქტომბერს (09:00) პარალელურად შესაძლებელი იქნება ადგილზე რეგისტრაციაც. (ცხელი ხაზი: +99532 2 36 83 23) რიგით მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში ტრადიციულად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება.
დღეს, ასევე წარმოდგენილი იქნება „თბილისიმარათონის“ სპონსორის „New Balance Georgia”-ს სირბილისათვის საუკეთესო და მსოფლიოში პირველ ნომრად აღიარებული სპორტული ფეხსაცმელი და აქსესუარები, რომელთა დათვალიერება და შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.
ნახევარმარათონში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოებისა და სამინისტროების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები. ნახევარმარათონზე მონაწილეობისთვის დასაშვები ასაკია 16+ . ყველა მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით და მონაწილეობა მიიღოს ნახევარმარათონში - www.tbilisimarathon.ge
რეგისტრაციის თანხა შეადგენს 10 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების (OSMP) საშუალებით. „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების, რადგან რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ ირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად გროვდება.
პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდით ხორციელდება. კომპანიის მთავარ ამოცანას ქვეყანაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა, კერძოდ სპორტული ღონისძიებების – მარათონების, ნახევარმარათონებისა და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში საზოგადოების მასობრივი ჩართულება წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, რომ "თბილისიმარათონზე" გამარჯვებულთა გამოვლენა მსოფლიოში აპრობირებული წესების დაცვით განხორციელდება, რასაც ორგანიზებას გერმანული კომპანია Mika Timing “Official Timekeeping and Data Processing” გაუწევს. ნახევარმარათონზე (21.0975 კმ.) თითოეული მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, სადაც ფინიშის გადაკვეთის დრო სრული სიზუსტით დაფიქსირედება. დათვლის სისტემის გამართულად მუშაობისთვის გერმანიიდან, ქ. კიოლნიდან ჩამოდის კომპანია Mika Timing -ის სამუშაო გუნდი. Mika Timing სერვისი “Official Timekeeping and Data Processing” გამოცდილია შტუდგარდის, ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბერლინის მარათონებზე.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 54 საპრიზო კატეგორიაში http://tbilisimarathon.ge/user/geo/209/ . საერთო შედეგების შეჯამებით კი გაირკვევა 3 ყველაზე სწრაფი კომპანია ან გუნდი! ასე რომ, ჩაერთე, გაიმარჯვე და ამავდროულად გახდი ქველმოქმედი!