ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პოზიციით გაოცებულია

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პოზიციით გაოცებულია

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას დააჩქარებს და ვაჩვენებთ, რომ ვართ ევროპის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ახალი პრეზიდენტის არჩევით ევროპისკენ სწრაფვა გაძლიერდება და ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციაც მიიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ვილნიუსის სამიტსაც შეეხო. ბიძინა ივანიშილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლია.

”გაოცებული ვარ რუსეთის პოზიციით, რომელიც ცდილობს, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციის გამომჟღავნებას, თუმცა ამას ღიად ვერ აკეთებს. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გაართულებს, რადგან რუსეთი მალე დარწმუნდება, რომ ევროკავშირი არის საუკეთესო, დემოკრატიული და ცივილიზებული გაერთიანება და თავადაც შეეცდება მასში გაწევრიანებას" - აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის დღეს შეხვდა.