ორაგული შამფურზე

ორაგული შამფურზე

გასუფთავებული და გარეცხილი თევზის (ზუთხის, სვიის ან ორაგულის) ნაჭრები ჩავალაგოთ ფაიფურის ჭურჭელში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ლიმონის პატარა ნაჭრები, კარგად გადავურიოთ, დავახუროთ სახურავი და 1-2 საათით დავდგათ სიცივეში.

 

თევზის ნაჭრები წამოვაგოთ შამფურზე, დავდოთ მაყალზე და შევწვათ უალო ნაკვერჩხლებზე. შამფურები მუდმივად ვატრიალოთ. შემწვარი თევზი მაგიდასთან მივიტანოთ შამფურზე წამოგებული, ან გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და შემოვუწყოთ ლიმონის პატარა ნაჭრები.

 

ინგრედიენტები: 1 კგ თევზი, 2 თავი ხახვი, 1 ც ლიმონი, პილპილი და მარილი - გემოვნებით.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი