სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხილის ექსპორტიორებს შეხვდნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხილის ექსპორტიორებს შეხვდნენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა ხილის მწარმოებლებთან და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც მზად არიან, ქართული ხილი რუსულ ბაზარზე გაიტანონ.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საექსპორტო პროდუქცია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, 24-საათიან რეჟიმში გაუწიოს კონსულტაცია ქართული ხილის მწარმოებლებს და დაეხმაროს მათ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ბოსტნეულის მწარმოებლებიც.

უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა რუსი ექსპერტების მორიგი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ქართული ხილის სხვა სახეობებისა და ბოსტნეულის რუსეთის ბაზარზე დაშვების შესაძლებლობებს.