ბრიტანელი ბიზნესმენის ღია წერილი არჩილ კბილაშვილს

ბრიტანელი ბიზნესმენის ღია წერილი არჩილ კბილაშვილს

საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ . კბილაშვილს

ასლი: საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ . ივანიშვილს

ასლი: დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში

საგანგებო განცხადება

ბატონო არჩილ, როგორც თქვენვის კარგად არის ცნობილი, და ამის მოწმე იყავით თქვენ პირადად, დანაშუალებრივმა პირთა ჯგუფმა - მიხეილ უგულავამ, ვლადიმერ კვარაცხელიამ და ზაზა გრიგოლიამ - წინასწარი ბოროტი განზრახვით, არაერთგზის, სხვისი ქონების განსაკუთრებული სისასტიკით გამოძალვის გზით მითვისების მიზნით მოისყიდეს - შევიდნენ დანაშაულებრივ კავშირში იმჟამად არსებულ საგამოძიებო ნაწილის უფროსთან და ე.წ კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების ხელმძღვანელებთან და ძალადობით გადაიფორმეს ჩვენი სააქციო საზოგაოდების და უცხოელ ინვესტორთა კუთვნილი ქონება.

თავს არ შეგაწყენთ დაყაჩაღების, დარბევის და გათახსირების ფაქტის ქრონოლოგიის აღწერით რადგან ეს თქვენ თვითონ, ბრწყინვალედ გაქვთ გაკეთებული სულ ახლო წარსულში.

ამასთან, ჩვენ უკვე შემოვედით ოფიციალური განხცხადებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის და მოწმეების ზეწოლისაგან დაცვის შესახებ.

ამ წერილით მსურს გაცნობოთ, რომ დანაშაულებრივმა ბანდამ იგრძნო რა, რომ მათი მფარველებელი და ის ჩინოვნიკები, რომლებმაც აღუთქვეს დანაშაულის დაფარვა, კარგავენ გავლენას და შესაბამისად ახლოვდება მათი განკითხვის ჟამი, გადავიდენ მითვისებული ქონების ძარცვა გლეჯვაზე.

მიმდინარეობს დაჭრა და ჯართში ჩაბარება დაახლეობით 80 ცისტერნისა, რომლის განახლება ქარხანას მილიონები შეიძლება დაუჯდეს. დახოცილია ცოცხალ კუთხეში ბინადარი უნიკალური ჯიშის ფარშევანგები, ხოხბები, გედები აშ, გაძარცვულია უცხოელ სპეცალისტთა საცხოვრებელი სახლი სადანაც მოპარულია ინვენტარი, ავეჯი, კომპუტერული ტექნიკა, დოკუმენეტაცია, ასევე - ჩემი პირადი ძვირფასი ნივთები.

დღეს ქარხნის შესასვლელთან მისვლის შემდეგ პირადად გავხდი მოწმე, როგორ იძარცვებოდა ქარხანა, ავტომობილებით გამოქონდათ ჯართად დაჭრილი უნიკალური დანადგარები, ინვენტარი, ქარხნის მიერ მოპოვებული სიგელებით, სავაჭრო ნიშნებით და ტექნოლოგიური რეგლამენტებისგან გაჩაგებული იყო კოცონი ქარხნის ეზოში.

რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, მიმდინარეობს ასწლოვანი ნარგავების ჭრა და უნიკალური, ისტორიული ბაღის განადგურება. ისტორიულ-კულტურული ძეგლი განადგურების პირზეა და იქ ბანდიტების სათარეშო ბუნაგია მოწყობილი.

ბატონო არჩილ, უმორჩილელად გთხვოთ, მიიღოთ რაიმე ქმედითი ზომები, სულ მცირე - მიმართოთ სასამართლოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში დაედოს ყადაღა მითვისებულ ქონებას და აეკრძალოს ბანდის წევრებს ისტორიულ-კულტურული ძეგლის - ეროვნული საგანძურის, ქარხნის და ჩვენი პირადი ქონების ძარცვა და განადგურება.

ასევე გთხვოთ აღძრათ დამატებითი სისხლის სამართლის საქმე ქარხნის დარბევა-გაპარტახებაზე, ნარგავების დაჭრაზე და ჩვენი კუთვნილი ქონების, ინვენტარის, კომპიუტერული ტექნიკის და პირადი ნივთების მოპარვაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურაში შემორჩენილი ბანდის მფარველები, სავარაუდოდ, დაგიმალავენ ამ წერილს, იგივეს გიგზავნით პრესი საშუალებით, ღია წერილის ფორმით

გთხოვთ, დაუყონებლივ მიიღოთ ზომები რაშიც მზად ვართ აღმოგიჩინოდ ქმედითი დახმარება როგორც ჩვენი კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე სკოტლანდ იარდის შესაბამის განყოფილებამ, რომელიც, როგორც თქვენ იცით, დეტალურად არის ინფორმირებული ყველა მოვლენაზე 2006 წლიდან დღემდე. გთხოვთ, ასევე, პირადად მიმიღოთ თქვენთვის ნებისმიერ ხელსაყრელ დროს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის და ოპერატიულ ღონისძიებათა საგამოძიებო გეგმის კოორდინაციისათვის.

დირექტორი . ქერტისი

აქციონერთა სახელით . ქურდაძე , DDდანიელ Lლატრეი

+ 44 77 14 898 139 an ofisi + 44 1670 517475, საფოსტო მისამართი Name: George William Curtis. Address: 38, Norham Drive Stobhill Manor, Morpeth, Northumberland , NE61 2XA, England