ხელოვანი ადამიანი პროტესტს თავისებურად გამოხატავს და გამონაკლისი არც გი ბაღაშვილია. წლეის განმავლობასი იგი მამამისთან და მეგობრებთან ერთად სცენიდან ებრძოდა იმას, რაც არ მოსწონდა და მწარე სიმართლეს ცეკვა-სიმღერით ამბობდა. წინასაარჩევნოდ გიასთან საპრზიდენტო კანდიდატებზე საუბარი გადავწყვიტეთ.
- 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს დიდი მოლოდინითა და შემართებით ველი, რადგან საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი იშლება.
- შეგიძლიათ გვითხრათ, არჩევნებზე ვის აძლევთ ხმას?
- დასამალი რა არის - გიორგი მარგველაშვილს. საამისო არგუმენტები პირადად უამრავი მაქვს, რატომაც უნდა მივცე ჩემი ხმა გიორგი მარგველაშვილს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ცვლილებები, რომელიც გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო და რომლის მკაფიო სტრატეგიული ხედვა გააცნო ქართველ საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თანმიმდევრობითა და ლოგიკურად უნდა განვითარდეს. არ შეიძლება ეს პროცესი რაიმე სახით მაინც შეფერხდეს. ასევე ვხვდები ქართველო ხალხის გაღიზიანების მიზეზს, რაც ე.წ. კოჰაბიტაციამ გამოიწვია. ვიზიარებ, რომ კოჰაბიტაცია ხელოვნური, მერყევი და უსიამოვნო რეალობის წარმომჩენი მოვლენა უნდა დასრულდეს და ამის დასრულება პირველ რიგში სწორედ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მოხდება.
- დანარჩენ საპრეზიდენტო კანდიდატებზე რას ფიქრობთ?
- იმ კანდიდატებს, რომლებიც ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე არიან წარმოდგენილნი, პრეზიდენტისთვის აუცილებელ რამდენიმე თვისებას გიორგი მარგველაშვილის გარდა ვერავისში ვხედავ. ეს თვისსებებია: პატიოსნება, ინტელექტი და ევროპეიზმთან შერწყმული ეროვნულობა. ეს სამი კომპონენტი თვალნათლივაა ჩადებული სწორედ გიორგი მარგველაშვილში. რაც მთავარია, მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თვისობრივად განსხვავებულ პრეზიდენტს მივიღებთ და მოდით, ამჯერად ასეთი ოპრეზიდენტის არჩევა ვცადოთ.