ჰაიდელბერგცემენტი მართავს „თბილისიმარათონის“ პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას და აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის 2 მემორანდუმს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოსთან
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, 12:00 საათზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში (თელავის ქ.20) ჰაიდელბერგცემენტი მართავს პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას ქვეყნის მასშტაბურ სოციალურ პროექტზე - თბილისიმარათონი. პრესკონფერეციას ესწრებიან ჰაიდელბერგცემენტის გენერალური დირექტორი, მიხაელ ჰამპელი, გერმანიის ელჩი საქართველოში- ორთვინ ჰენიგი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და ფონდ იავნანას პრეზიდენტი, პაატა ბურჭულაძე.
კონფერენციის დასასრულს ჰაიდელბერგცემენტი აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის 2 მემორანდუმს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ამავდროულად გერმანიის საელჩოსთან. ორივე მემორანდუმი ემსახურება გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობას ქვეყნის სოციალური პროექტის, თბილისიმარათონის განვითარებისთვის.
"თბილისიმარათონი" - ეს არის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება საქართველოში და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება.
მეორე მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში, „თბილისიმარათონი“ ა/წ 26 ოქტომბერს ტრადიციულად თბილისის ზღვაზე გაიმართება. თბილისიმარათონი ნახევარმარათონად კვალიფიცირდება - (21,0975 კმ) და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალ მორბენალს. ეს არის ქვეყნის სოციალური ღონისძიება, სადაც ერთად ირბენენ ჰაიდელბერგცემენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსი, სამთავრობო სექტორი,, საქართველოსა და საზღვარგარეთის მოქალაქეები.
ირბინე ჯანმრთელობისთვის - ირბინე ქველმოქმედებისთვის! - ეს „თბილისიმარათონის“ სლოგანია, რადგან თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი, მონაწილე ხდება ქველმოქმედების. რეგისტრაციის თანხა - ყოველი 10 ლარი „ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ გაორმაგებული ოდენობით ირიცხება „ფონდ იავნანაში“ შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად.
საქართველოში პირველად ნახევარმარათონის (21.0975 კმ.) შედეგები დაითვლება მსოფლიოში აპრობირებული სისტემით, „Official Timekeeping and Data Prcessing”, გერმანული კომპანიის Mika Timing-ის მიერ. სისტემა გამოცდილია შტუდგარდის, ფრაკფურტის, ჰამბრუგის, ბერლინის მარათონებზე
ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.
დამატებითი ინფორმაცია:
„თბილისიმარათონის ორგანიზატორია კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“. ღონისძიება გერმანიის საელჩოს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით იმართება.
• ნახევარმარათონის შედეგების დათვლას უზრუნველყოფს გერმანული კომპანია „Mika Timing” – “official Timekeeping and Data Processing”.
• მხარდამჭერები: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება „DWVG” და საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“, „ჯეპრა“, „საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო“.
• თბილისიმარათონის თანაორგანიზატორი: საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“
• გენერალური სპონსორი – „კომერცბანკი“
• ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფი“.
• სამედიცინო და პირველადი სასწრაფო დახმარების მხარდამჭერი: „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“; „საქართველოს წითელი ჯვარი“
• სპონსორები: ლუდი „ზედაზენი“, წყალი „სნო“, „ნიუბალანსი“, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“.
• მედიამხარდამჭერები: რადიო „იმედი“, გაზეთი „Georgia Today”, „ფოკუს TV“, „პალიტრა მედია“, „ლიბერალი“, „თბილისელები“, „სარკე“, „მსოფლიო სპორტი“.
• თბილისიმარათონის სირბილის მხარდამჭერია „კუს ტბა“და „თბილისის ზღვის კლუბი“.