კავკასიის რეგიონში მდებარე პრემიუ კლასის ლოგისტიკური თანამედროვე ჰაბი (10 ათასი კვ.მ), რომელმაც ფუნქციონირება უკვე დაიწყო დასავლეთ ევროპასა დაა ხლო აღმოსავლეთის ბაზრებს დააკავშირებს.
შვიდთვიან იმშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანია „გებრიუდერვაისმა“ თბილისში ახალი ტერმინალის გახსნა ოფიციალური მიღების ცერემონიალით 20 სექტემბერს აღნიშნა.
კომპანიის ახალი ობიექტი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ ჰაბად მოიაზრება და ასევე სამომავლოდ მიზნად ისახავს ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი ცენტრის როლიც შეასრულოს.
„აღნიშნული ტერმინალი მოგვცემს საშუალებას გვქონდეს გამართული კავშირი აღმოსავლეთის ბაზრებთან. გარდა ამისა, ჩვენ შევძლებთ შევთავაზოთ სერვისების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ასევე სრულიად კავკასიის რეგიონს“- განაცხადა „ებრიუდერვაისის“ ბორდის წევრმა ვოლფრამ სინგერ–ვაისმა ტერმინალის საზეიმო გახნაზე. კომპანია სახმელოთოს გარდა, უზრუნველყოფს საჰაეროდასაზღვაოტვირთებისგადაზიდვასადასხვალოგისტიკურმომსახურებებსაც.
ჰაბი ევრაზიის ცენტრში
ტერმინალი განთავსებულია 10, 500 კვადრატულ მეტრიის ფართობზე, რომელიც ძირითადად ტვირთების დამუშავებასა და ლოგისტიკისთვისაა განკუთვნილი, ასევეა 600 კვადრატული მეტრის საოფისე ფართი. კომპანიის კუთვნილებაში სრულად არის 95,000 კვადრატული მეტრი ტერიტორიაა, რაც საშუალებას იძლევა სამომავლო განვითარებისთვის.
ჰაბს გააჩნია ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ის უკავშირდება როგორ საკვანძო გზებს, ასევე მდებაროებს თბილისის აეროპორტის სიახლოვეს.
ახლო მომავალში იგეგმება ტერმინალის დაკავშირება რკინიგზასთანაც.
„ხელსაყრელი სატრანსპორტო კავშირების გათვალისწინებით თბილისი წარმოადგენს იდეალურ ჰაბს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლისთვის, “ - აღნიშნა „გებრიუდერვაისის“ რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთა ღმოსავლეთსა და დსთ–ში თომას მოზერმა. ამდროისთვის, კომპანიის ტერმინალში დასაქმებულია 50–მდე თანამშრომელი და სამომავლოდ მათირიცხვი 80–მდე გაიზრდება.
„გებრიუდერვაისი“ ლოგისტიკურ მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლიდან ახორციელებს.
აღსანიშნავია,რომ კომპანია უზრუნველყოფს არა მხოლოდ კომერციულად ხელმისაწვდომი საქონლის ტრანსპორტირებას ევროპასა და კავკასიას შორის, არამედ ის ასევე ახორცილებ სმრავალრიცხოვან სპეციალურ ლოგისტიკურ პროექტებსაც, რომელთა რიცხვშია 150 ტრაქტორის ტრანსპორტირება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით.
კომპანია „გებრიუდერვაისის“პარტნიორს ამიერკავკასიაში წარმოადგენს კომპანია „თეგეტამოტორსი“. საერთო ინტერესებსა და ორმხრივ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, აღნიშნული ერთობლივი პროექტი განახორციელეს.