კომპანია „ნატახტარმა“ სურსათის უვნებლობის მართვის ISO 22000:2005 სისტემის სერტიფიცირება წარმატებით გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ ISO 22000:2005 დეტალურად აღწერს საკვების უსაფრთხოების მართვის სისტემის აუცილებელ მოთხოვნებს.
ISO 22000: 2005 განსაზღვრავს მომხარებლისთვის საკვების უვნებლობას. მისი დანერგვა შესაძლებელია ყველა ორგანიზაციის მიერ, მიუხედავად მათი სიდიდისა, რომლებიც ჩართულნი არიან საკვების ხარისხის შესწავლაში და სურთ იმუშაონ აღნიშნული სისტემით , რომელიც უზრუნველყოფს საკვების უვნებლობას, მხოლოდ მისი სისრულეში მოყვანისთვის ISO 22000:2005 საჭიროებს კომპანიის გარეგანი და შინაგანი რესურსების გამოყენებას.
„მომხმარებლის მოთხოვნის მაღალი ხარისხით უზრუნველოყოფის მიზნით კომპანიამ შეიმუშავა და სურსათის უვნებლობის მართვის ინტეგრირებული სისტემა დანერგა, რაც ადასტურებს, რომ საწარმოს აქვს უნარი შეუნარჩუნოს მუდმივი ხარისხი და მომხარებელს უსაფრთხო პროდუქტი მიაწოდოს. კომპანიის შემოწმების პროცესი ორი დღის განმავლობაში მიმდიანრეობდა. საწარმოში არ დაფიქსირებულა არცერთი შეუსაბამობა ,“ - განმარტავს „ნატახტარის“ ხარისხის უზრუნველოყოფის უფროსი მარინა ჭიღლაძე.