მარნეულის სასურსათო ქარხანა მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ახალ პროდუქტებს. ამჯერად, ქარხანაში საცდელ რეჟიმში ატმის კომპოტის დამზადება მიმდინარეობს. შესაძლოა, რომ აღნიშნული პროდუქტი სუპერმარკეტების დახლებზე სულ მალე ვიხილოთ.
საწარმო მუდმივად ცდილობს მომხმარებელი გაანებივროს და ყოველწლიურად სიახლეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან მათ უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ მარნეულის სასურსათო ქარხნის მიერ წარმოებული ახალი პროდუქტი - ლეჩო. წელს მისი წარმოების გაზრდაც იგეგმება. 2013 წელს ქარხანამ, მზა სალათების მიმართულებით, პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გასაზრდელად დამატებითი ინვესტიციები განახორციელა. სამომავლოდ, მარნეულის სასურსათო ქარხნისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ.