დღეს, ე.წ "ტრაქტორების" საქმის, ახლა მას "დაპატიმრებული მეცნიერების საქმედ" მოიხსენიებენ, არსებითი განხილვა დაიწყო.
საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეა, რომელმაც პროცესის გადადება 26 სექტემბრამდე ითხოვა. მას დაცვის მხარეც დაეთანხმა. საქმის გადადების მოტივი საკმაოდ მოცულობითი მასალების შესწავლა იყო.
ცხრა ბრალდებულმა დღეს კიდევ ერთხელ ერთხმად განაცხადა, რომ არცერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებენ.