სურსათის ეროვნულიმა საგენტომ ქუთაისში ამიაკის გაჟონვასთან დაკავშირებით მოკვლევა ჩაატარა. ადგილზე ფაქტის მონიტორინგი განახორციელეს სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტება.
როგორც მოკვლევით დადგინდა სს „ქუთაისის რძის კომბინატის“ საკომპრესორო საამქროში, რომელიც კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული, 26 ივლისს, დაახლოებით ღამის 2 საათზე ჭერიდან ბეტონის ფილა ჩამოიშალა, რომელმაც გამოიწვია ამიაკის მილის დაზიანება, საწარმოს ტექნიკური პერსონალის მიერ განხორციელდა სისტემის ჩაკეტვა და პრობლემის მყისიერი მოგვარება. შეჩერებულია საწარმოო პროცესი და მუშაობის აღდგენა საკომპრესორო საწარმოს რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება.
აღსანიშნავია რომ საკომპრესორო საამქრო ნაყინის საამქროდან იზოლირებულად მდებარეობს და ამიაკის გაჟონვას ნაყინის საამქროს დაზიანება არ გამოუწვევია.
ამ ეტაპისათვის ამიაკის გაჟონვის საფრთხე არ ასრებობს.