კომიტეტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს მგრძნობიარე გარდამავალი პროცესი და იმედი გამოთქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გამჭვირვალე და ეფექტიანი იქნება.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური სისტემა გახდება უფრო წარმომადგენლობითი და დემოკრატიული. მისასალმებელია საერთო განათლების, ჯანდაცვის, სიღარიბის შემცირების, სოფლის განვითარების და შრომით ურთიერთობების სფეროში გადადგმული ნაბიჯები.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ემხრობა რეგიონის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას. აგრეთვე მისასალმებელია მისი ძალისხმევა გადაიტანოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები ცივილიზებულ ჩარჩოში.
მშვიდობიანი პოლიტიკა რეგიონსა და მეზობლებთან ძალიან მნიშვნელოვანია და უპირატესობა უნდა მიენოჭოს რეგინში არსებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრას.
სოციალისტური ინტერნაციონალის, კავკასიისა და დსთ-ს კომიტეტი მხარს უჭერს რეგიონში არსებული კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებით მშვიდობიანი გზით გადაჭრას- ნათქვამია დეკლარაციაში.
სოციალისტური ინტერნაციონალის, შავი ზღვის, კავკასიისა და დსთ-ს კომიტეტის სხდომა თბილისში 3-4 ივნისს გაიმართა.
სხდომის ორგანიზატორი და მასპინძელია ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის".
სხდომაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, ბელორუსის, ყაზახეთის, საბერძნეთის უნგრეთის, თურქეთის პარლამენტის წევრები სოციალ დემოკრატიული პარტიიდან.
დელეგატებმა იმსჯელეს და შეაფასეს რეგიონში არსებული სიტუაცია და რეზოლუცია მიიღეს.
სხდომას "სოციალური ინტერნაციონალის" გენერალური მდივანი ლუიზ აიალა და საქართველოს "სოციალ დემოკრატიული პარტიის" ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი თავმჯდომარეობდნენ.