პარლამენტის თავმჯდომარემ , პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შერიგების ინიციატივასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საპარალმენტო უმცირესობიდან რეკომენდაციებს მიიღებს.
მისივე თქმით, მმართველი კოალიცია მზად არის საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს, …
რაც შეეხებათ იმ ადამიანებს ვინც შეიძლება თავად იყვნენ ამ სისტემის მსხვერპლნი, ანუ შემსრულებლები ..ჩვენ ვამბობთ მზად ვართ ვაპატიოთ და მივუტევოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.
,,ნაციონალური,, მოძრაობის მმართველობის პირობებში სახელმწიფო დამნაშავეების მიერ ჩადენილი ბოროტებისა თუ აღვირახსნილობის უკან უამრავი უდანაშაულო ადამიანის თუ ოჯახის ტრაგედია, შელახული ღირსება დგას. არის ადამიანების მსხვერპლიც. საკუთარი ხალხისადმი მტრადქცეულ რეჟიმთან შემრიგებლური ურთიერთობით სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებით საფუძვლიანად ირღვევა მათი ფუნდამენტალური უფლებები.
კოლაბორაციონისტური დამოკიდებულება დამნაშავეებთან, თავისთავად უკვე დანაშაულია. დანაშაულია კიდევ ის რომ ჩადენილ ბოროტებაზე, კრიმინალზე ვინმემ პასუხი არ აგოს, ეპატიოს. ვის უნდა ვაპატიოთ ?!.. მივუტევოთ იმ ჯალათებს.მკვლელებს, მწამებლებს , ტერორისტებს, მძარცველებს, თაღლითებს... ,რომლებიც არც თუ ისე შორეულ წარულში საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობდა, ქვეყანას ღალატობდა?!.. შემრიგებლური, შერჩევითი თუნდაც პოლიტიკური ნიშნით ,,უმცირესობის,, გადარჩენას ვგულისხმობ . სამართალი - ეს ხომ ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, დემოკრატიული ფასეულობების, , კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენის იგნორიებაა აღარ ვამბობ საზოგადოების ღალატზე, კერძოდ კი იმ საზოგადოების უმრავლესობის მიმართ ვინც კეთილი მომავლის იმედით, მიუხედავად გაჩაღებული რეპრესიებისა თუ დაშინებებისა ერთ მუშტად გაერთიანდა, არ შეეეპუა მტარვალ რეჟიმს, პირადი და საკუთარი ოჯახების უსაფრთხოების ფასად, ღირსებისა და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად, თავგანწირულად, ყველა ერთად დავუპირისპირდა დამნაშავეებს, კრიმინალებს, გამეფებულ დიქტატურას. ჩვენ გავიმარჯვეთ!
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შეუდგეს სამართალიანობის აღდგენას, ნუ გააწბილებს და ნუ გაემიჯნება ქართულ საზოგადოებას. რამოდენიმე ასეულ კრიმინალთან ,,ურთიერთობას,, ნუ გადააყოლებს ქვეყნისა თუ სახალხო ინტერესებს , აღიარებულ ფასეულობებსა და პრიორიტეტებს.