ლინკოლნ მიტჩელი: „სწორი გზის დასაწყისში ყოფნა ჯობია, ვიდრე არასოწორი გზის შუაში, სადაც სააკაშვილის დროს ვიდექით“

ლინკოლნ მიტჩელი: „სწორი გზის დასაწყისში ყოფნა ჯობია, ვიდრე არასოწორი გზის შუაში, სადაც სააკაშვილის დროს ვიდექით“

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, „არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება ევროპელებისა და ამერიკელებისთვის დემოკრატიული პროცესის დემონსტრირება არ იყო“.
ამის მაგალითად ლინკოლნ მიტჩელს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის ფაქტი მოჰყავს, რომ „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ძირითადად მიხეილ სააკაშვილს ულოცავდნენ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რომელიც ბოლო წუთებში, ძლიერი ზეწოლის შედეგად განხორციელდა“.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თეთრმა სახლმა მილოცვის წერილი ჯერ სააკაშვილს, ხოლო ივანიშვილს მხოლოდ რამდენიმე დღეში გაუგზავნა. ამისთვის დასავლეთს არ ვაკრიტიკებ. დასავლეთისთვის არჩევნების გზით ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორეს დამარცხება დემოკრატიულ გარღვევად აღარ ითვლება. ივანიშვილის გამარჯვებას დასავლეთი ისეთი აღტაცებით არ შეხვდა, როგორითაც თავის დროზე - სააკაშვილისას და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, მხოლოდ კარგად ჩატარებული არჩევნები საკმარისი არ არის. ვაშინგტონში მიხვდნენ, რომ ისევ გრძელი გზის დასაწყისში აღმოვჩნდით, მაგრამ ჩემი აზრით, დემოკრატიის მისაღწევად გრძელი, მაგრამ სწორი გზის დასაწყისში ყოფნა ჯობია, ვიდრე არასოწორი გზის შუაში, სადაც სააკაშვილის დროს ვიდექით“, - აცხადებს მიტჩელი.