საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა ჩაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა ჩაშალეს

საქართველოს დედაქალაქ თბილისში შეტაკებები მოხდა, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეეცადნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსებს, მათ შორის დეპუტატებს და თბილისის მერს თავს დაესხნენ ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან, სადაც სააკაშვილს საზოგადოებისთვის უნდა მიემართა.

ბ-ნმა სააკაშვილმა, რომელმაც ბიბლიოთეკა აირჩია მას შემდეგ, რაც პარლამენტში გამოსვლის ნება არ დართეს, ამ მცდელობაზეც უარი თქვა.

მისმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანაცვლოდ ის მოსახლეობას პრეზიდენტის სასახლიდან მიმართავდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სააკაშვილს, რომლის პარტიაც შარშან არჩევნებში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასა და განსხვავებული აზრის ჩახშობაში ადანაშაულებენ.

მოქმედმა პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა, ამ კვირის დასწყისში განაცხადა, რომ ის არ დაესწრებოდა სააკაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში, და ის სიცრუეში დაადანააშაულა.

მთავრობის წევრებს უნდათ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეთანხმოს, რომლის თანამხად მას ჩამოერთმევა მთავრობის დათხოვნის უფლება, იუწყება თბილისიდან BBC-ის კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი.

კანონის თანახმად პროდასავლელი პრეზიდენტი ოქტომბერში უნდა გადადგეს.

foreignpress.ge