თბილისის მერია გიგი უგულავას დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, თბილისის მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.
"შესაბამისი უწყება საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გიგი უგულავას რეგისტრაციის მისამართზე გვიან ღამით მიუტანეს. თბილისის მერმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა, მისი დაკითხვა მერიაში 2 თებერვალს 16:00 საათზე განეხორციელებინათ.
საგამოძიებო სამსახური დათანხმდა თბილისის მერის წინადადებას. უწყების წარმომადგენლები მერიაში 16:00 საათზე გამოცხადდნენ. ამ წუთებში გიგი უგულავას დაკითხვა ადვოკატის გარეშე მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.