ლუკა კურტანიძე (მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, ყოფილი პარლამენტარი):
"პირადად მივმართავ ერის კაცს - ბიძინა ივანიშვილს... ის დრო, რაც ხალხმა მოგვცა, უკვე ჩაირთო!!! მე თქვენმა შეძახილმა დამაბრუნა ამ ბრძოლაში და ქალბატონი სალომეს წარმომადგენელი ვიყავი. შევხვდი უამრავ ნაწყენ, გაბრაზებულ ადამიანს და მივეცი თქვენით გაძლიერებული, ღირსეული სიტყვა, რომ 2020 წლისთვის ყველა მტკივნეულ საკითხს გადავჭრით და ვთხოვე, ერთი შანსის მოცემა, რომელიც ბევრი მიზეზის გამო დავკარგეთ... მოგვცა ხალხმა ეს ნდობა... ახლა კი ჩვენ, ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ ხალხთან!!!
თქვენ მარტო არ ხართ, ბატონო ბიძინა, ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც თქვენთან ერთად სამშობლოსთვის სიცოცხლეს შევწირავთ!!! უღალატო და სიყვარულით სავსე ხალხი.
ახლა კი საქმის კეთებისთვის ველოდებით თქვენთან შეხვედრას და როცა ჩათვლით საჭიროდ, ჩვენ აქვე ვართ, თქვენთან! ჩვენ გვჭირდება თქვენი შეძახილი, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ლიდერი და მაგალითი!!! ეს გახსოვდეთ ყოველთვის."