პოლიტიკური პარტია “ერთიანი საქართველოსთვის” წევრ დავით ფაცაციას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან ჩამოსული და შემდეგ სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც სემენ სემენჩენკო, სინამდვილეში არის რუსი და მისი სახელია კონსტანტინ გრიშინი, რომელმაც შექმნა სპეცჯგუფი დონბასში, ხოლო უკრაინის ხელისუფლება მათ უწოდებს მოროდიორებს.
“ისენი დაწაფულები იყვნენ ადამიანების მკვლელობაში და მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს. კონსტანტინ გრიშინის მშობლები ცხოვრობენ ყირიმში, მათ მხარი დაუჭირეს რუსეთთან შეერთებას, რასაც თვითონაც აღიარებს და ეს გრიშინი არის სააკაშვილის მეგობარი. მადლობა სამართალდამცველ უწყებებს, რომ აგვაცილა სავარაუდო ტერაქტი”– განაცხადა დავით ფაცაციამ.