"ყველას ვუყვები, როგორი ევროპული ქვეყანაა"

ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის შვილი, ფლორიან ვან დერ ბელენი საცხოვებლად საქართველოში გადმოდის. ამის შესახებ სააგენტო sova.news წერს და ფლორიანის ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ფლორიანმა საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო. მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა საქართველოს და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ერთი წლის შემდეგ შეარულა.

თბილისში, 2017 წელს ჩამოვიდა სამსახურებრივი მიზნით, თუმცა ერთი კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში სვანეთის მონახულება მოასწრო, რომელიც მშობლიურ ტიროლს აგონებს.

„როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვეღარ ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. თითქოს, ადამიანთან შევხედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში აღმოაჩენ, რომ შეყვარებული ხარ" - ამბობს ფლორიანი.

მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნდა. ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ქვეყნის პირველი პირების განცხადებების არ ჯეროდა.

2018 წლის მაისში, საქართველოში საკუთარი კომპანია დააარსა, ახლა კი საცხოვრებლად აპირებს გადმოსვლას. ფლორიანი ფიქრობს, რომ დასავლეთ ევროპიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტურისტულ რუკაზე საქართველო ჯერაც არ აღმოუჩენია ბევრს.

"ევროპელებისთვის საქართველო ჯერაც ეგზოტიკაა" - ამბობს ფლორიანი.

ფლორიანს ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენებაც საქართველოში გადაწყვიტა. საქართველოში ის ბიზნეს-კონსულტაციითაც არის დაკავებული: ინვესტორებს ქვეყნის პოტენციალზე უყვება.

„ჩემი სიტყვები საქართველოზე სიყვარულს აღძრავს. ვყვები იმაზე, როგორი ევროპული ქვეყანაა საქართველო. ევროპელები მას ეგზოტიკურად მიიჩnევენ, მაგრამ ჩამოსულები ხვდებიან, რომ ასე არ არის. საქმიან ხალხს კი ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები" - ამბობს ფლორიანი.