ვახტანგ მაისაია:

ვახტანგ მაისაია: "ვაშაძეს არ უნდა, რომ გამარგინალებულ პოლიტიკურ ძალას საფლავში ჩაჰყვეს "

"ვაშაძის ეს სვლა პრევენციული ღონისძიებაა. ალბათ არ უნდა საფლავში ჩაჰყვეს გამარგინალებულ პოლიტიკურ ძალას და კულტურულად ახდენს დისტანცირებას" - ასე ეხმაურება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩართვას, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

"არ ვფიქრობ, რომ პოროშენკომ მიიღოს სააკაშვილის გუნდის წევრი და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი. იცით, რა დამოკიდებულებაც აქვთ ერთმანეთთან პოროშენკოს და სააკაშვილს. მე მგონი, რომ ამ ინფორმაციას თავად ვაშაძე ავრცელებს, რომ იტყვიან, სასურველს რეალობად, რადგან უკრაინის პოლიტიკურ, თუ ექსპერტთა წრეებში, რამდენადაც ვიცი, ვაშაძის ამ კომბინაციაზე არაფერი სმენიათ და იუმორის კონსტექსტშიც კი განიხილავენ. ვფიქრობ, ვაშაძის მხრიდან ეს პრევენციული ღონისძიებაა, არ უნდა საფლავში ჩაჰყვეს გამარგინალებულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პოლიტიკური ბრძოლის არც ბერკეტი და არც უნარი აღარ აქვს. მან თავისი ვალი ზრდილობიანად მოიხადა და უნდა, რომ დარჩეს პოლიტიკაში, როგორც რაციონალური მოაზროვნე.

"რაც შეეხება უკრაინის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას; პოროშენკოს, რა თქმა უნდა მყარი პოზიციები არ აქვს. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. პირველ ადგილზეა ტიმოშენკო, მეორე ადგილზე გრიცენკო, მესამე ადგილზე პოროშენკო და მეოთხე ადგილზე იუმორისტი ზენეცკი. ეტყობა გიორგი ვაშაძე, რომელმაც პირველ ტურში კარგი შედეგი აჩვენა პოლიტტექნოლოგიების თვალსაზრისით, ახალა პოროშენკოს შესთავაზებს, მე ვიქნები თქვენი გამარჯვების გარანტი და უმაღლეს ლიგაშიც გადაგიყვანთო. პოლიტიკური მარკეტინგის კუთხით ეს მართლაც საინტერესო სვლაა, რადგან ვაშაძემ ძალიან კარგად გამოიყენა თავისი გუნდი და თავისი შესაძლებლობები, ახლა ამას შეფუთავს და კარგად გაყიდის თავის იმიჯს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.