მირიან ყარაულაშვილი გურამ შეროზიას მიმართავს: “დაწერე ბარემ ბოლომდე…”

მირიან ყარაულაშვილი გურამ შეროზიას მიმართავს: “დაწერე ბარემ ბოლომდე…”

ბლოგერ გურამ შეროზიას განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ქალაქის ქუჩებში გამოკრული იმ ბილბორდების შერცხვა, რომელზეც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ფოტოები იყო გამოკრული. ამის შესახევ მან ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

აღნიშნულს ბიზნესმენი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გურამ შეროზიას მიმართავს:

“რა არ მოგეწონა??? რომელიმე ფოტო დამახინჯებულია? რაიმე რეტუშირებულია? რომელიმეს რაიმე კორექცია აქვს ან ფოტოშოპით ან სხვა რომელიმე სოფტით? რაიმე უხამსი წარწერა აქვს ბანერს??? რისი შეგრცხვა კონკრეტულად – რისი???

დაწერე ბარემ ბოლომდე – რისი შეგრცხვა, ოღონდ არგუმენტირებულად!!!”, – მიმართავს ყარაულაშვილი შეროზიას, პოსტის კომენტარებში კი სოციალურ ქსელის მომხმარებლის საპასუხოდ აღნიშნავს: –

“რა ნახა ჩვენს ბილბორდებზე ისეთი, რომ უცხოელ სტუმარს, მით უმეტეს გერმანელს(რომელმაც კარგად იცის დამნაშავე ხელისუფლების ფასი) დაუმალა ბილბორდის შინაარსი და მისი სახალხოდ გამოფენის მიზანი”

https://marshalpress.ge/archives/209082?fbclid=IwAR3RTCdFyWIOFV-3VF-ETTJ9-qbdch8dNSlwGjWZ_v63DzhIjbTRIul2E-0