არჩეულ პრეზიდენტს ულტიმატუმი არავისთვის წაუყენებია

არჩეულ პრეზიდენტს ულტიმატუმი არავისთვის წაუყენებია

არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ულტიმატუმი არავისთვის წაუყენებია, მან განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე აღიარებს პრეზიდენტად, ამის შემდეგ იფიქრებს, მოიწვიოს თუ არა ინაუგურაციაზე, – ამის შესახებ ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინაუგურაციაზე მიწვევასთან დაკავშირებით.

„კახა კახიშვილი არის ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი. კანცელარიაში იქნება შეხვედრა 18:00 საათზე და ამ შეხვედრაზე უკვე გარკვეული მონახაზი გვექნება. არჩეულ პრეზიდენტს ულტიმატუმი არავისთვის წაუყენებია. მან განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე აღიარებს მას პრეზიდენტად, ამის შემდეგ იფიქრებს მოიწვიოს თუ არა ინაუგურაციაზე“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.