„ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს

„ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, გასამართლებული უნდა იყოს. დეპუტატი გამოეხმაურა 16 დეკემბერს ოპოზიციის მხრიდან შესაძლო აქციას, რომელიც თელავში ინაუგურაციის პარალელურად იგეგმება.

“ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმით, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უნდა იყოს გასამართლებული. ასევე მასში გაწევრიანებულ პირებს შეუძლიათ გამართონ ნებისმიერი აქცია, შეიკრიბონ სადაც უნდა. ამ არჩევნებშიც და სხვა არჩევნების დროსაც დავინახეთ, რომ ყველა აქციამ ჩაიარა მშვიდობიანად. ასევე იქნება ახლაც. თუმცა ვფიქრობ, თელავში მთავარი მოვლენა არა აქცია, არამედ ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება – ვერაფერსაც ვერ ჩაშლიან.

ვიღაცას შეიძლება მართლა ჰქონდეს სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილი გაქრეს პოლიტიკური ველიდან, თუმცა ის უფრო აქტიურია. ყველა თავის რეჟიმში მუშაობს და ყველაფერი მიდის წინ, სრული სვლით”, – განაცხადა კობერიძემ.