ქუთაისში, ქველმოქმედებისთვის განკუთნილი ის კარადა მოიპარეს, სადაც შეჭირვებული ადამიანებისთვის ხალხს ტანსაცმელი და სხვა ნივთები მიჰქონდა.
"ისე მრცხვენია რა დავწერო არც კი ვიცი. დღეს დილით, ქუთაისში ინიციატივა "გააზიარე სითბოს" ფარგლებში კიდევ ერთი კარადა დადგა ძალიან კარგმა მოქალაქე Koba Rigvava-მ. პირველი ფოტო დილით არის გადაღებული. მეორე - საღამოს. ერთი კარადა ტანსაცმლიანად მოიპარეს", - წერს ფეისბუქზე მაგდა ფორჩხიძე.