ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში წერს:
კვლავ კალაძის პრეზენტაციიდან:
ყბადაღებული “ღამის ეკონომიკის” თემა:
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით – ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ასევე, ფესტივალი neWon გაიმართა.
გვეღადავება კარლოევიჩი. ანუ, ღამის ეკონომიკის განვითარების ერთად ერთი ხელშესახები მიღწევა ყოფილა ის, რომ ქალაქში დაამატეს ავტობუსი, რომელიც მთელი ღამის მანძილზე ემსახურება მოქალაქეებს.
მეტი არაფერი კარლოევიჩ? და ამ ავტობუსის დამატებაში უკვე ერთი წელია უხდით ფულს მოქალაქეები სერგი გვარჯალაძეს მის სტაფს? მაგათი ხელფასების თანხა საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ღამე მოქალაქეები ტაქსით გადაგვეყვანა და არა ავტობუსით.
ვის აბოლებ კარლოევიჩ?
გადასამოწმებლად ვდებ კალაძის პრეზენტაციის ბმულს: