ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800 დევნილი მიიღეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800 დევნილი მიიღეს

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800 დევნილი მიიღეს. ამის შესახებ რუსულ მედიასთან საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა:

„თავდაპირველად დაახლოებით 700-800 ადამიანი მოვიდა. ჩვენ შევეცადეთ მათი კეთილმოწყობის პრობლემები მოგვეგვარებინა, რათა შეგვექმნა შესაძლებლობები იმისთვის, რომ ჩვენ პირობებთან ადაპტირება შეძლებოდათ.“ გაანცხადა ხაჯიმბამ. მისი თქმით, სირიელი დევნილების ნაწილი უკვე დასაქმებულია, ნაწილი კი სწავლობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელი დევნილების დაბრუნება სირიაში ომის დაწყებიდან პერიოდულად მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სირიელი აფხაზები არიან, რომელთა მუსლიმანი წინაპრებიც 150 წლის წინ რუსეთის მეფემ თურქეთიდან გადაასახლა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მოსახლეობის გაზრდას სირიელი დევნილების აფხაზეთში დაბრუნების ხარჯზე ცდილობს. სირიელ დევნილებს კი რეპატრიანტებად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, 2018 წლის 29 მაისს სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.