6 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დამარცხებულ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მიიწვევს, იმ შემთხვევაში, თუ მას პრეზიდენტად აღიარებს.
ზურაბიშვილს გაერთიანებული ოპოზიციას პასუხობს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, არჩეული პრეზიდენტის, ინაუგურაცია მისი ოპონენტის, გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის.
აღნიშნულ საკითხს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“მგონია, რომ გრიგოლ ვაშაძე თუ მივიდოდა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, აჩვენებდა მაღალ პოლიტიკურ სტანდარტს. უარით გრიგოლ ვაშაძემ უბრალოდ აჩვენა დღევანდელი პოლიტიკოსის ტრადიციული სახე, არც კარგი, არც ცუდი, ჩვეულებრივი სახე.
აქ საქმე იმაში არაა, ან სალომე ზურაბიშვილს რაში ჭირდება კონკურენტის მიწვევა, ან გრიგოლ ვაშაძეს მისვლა, შეიძლება ეს არც ერთს არაფერში ჭირდება, აქ მთავარი ისაა, რომ გარეშე პირადული ფაქტორებისა, პოლიტიკოსები ზრუნავდნენ განვითარებაზე, სახელმწიფოსათვის უკეთეს ქცევაზე.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ გადახედავენ საკითხს, ამის დანახვა ჩვენ გვჭირდება და არა მათ.
წარმატებები თითოეულ მათგანს,” – წერს გამზარდია.