გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, შესაძლოა, საპროტესტო აქცია გამართოს. “ინტერპრესნიუსს” “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, რომ 16 დეკემბერს, მათი საპროტესტო აქციის ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ თელავი განიხილება, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.
“ჩვენ რომ გვსურდეს რომელიმე კონკრეტული ქალაქის დაანონსება, ამას გავაკეთებდით. განიხილება ბევრი სხვადასხვა ლოკაცია იმისთვის, რომ ხელისუფლებას უფრო ეფექტურად მივაწვდინოთ ჩვენი მოთხოვნები, მათ შორის არის თელავი”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სწორედ თელავში გაიმართება.