ანრი ოხანაშვილი:  ოპოზიციამ მარცხი და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიაროს

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციამ მარცხი და ჩვენი გამარჯვება უნდა აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი უნდა აღიაროს და შეეგუოს.

„ისინი იგნორირებას უკეთებენ არა მხოლოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს, არამედ სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მილოცვებს სალომე ზურაბიშვილისადმი. ეს არ არის დემოკრატიული ნაბიჯი, ამიტომ ვურჩევ აღიარონ მარცხი და ჩვენი გამარჯვება. რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაზეც ეუთო-ს ანგარიშში არის საუბარი, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო დახვეწა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის. ყველას შეუძლია დაესწროს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის განხილვებში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.