„ოცნებას" ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა „ოცნების" გამარჯვებაში; რომ არა სააკაშვილის ფაქტორი, „ოცნებას" გამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რად-გან მას 6 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად", - ასე აფასებს არჩევნების შეგდეგებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
„არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლებას ეტყობოდა, რომ შეშინდა და დაიწყო დაპირებები, მაგრამ როგორც კი მოიგეს, ისევ ძველ ამბებს დაუბრუნდნენ, ეტყობა დაავიწყდათ.
„ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები მოიგო, მაგრამ არჩევნები მოიგო სააკაშვილმა, რომელმაც უდიდესი როლი შეას-რულა „ოცნების" გამარჯვებაში. რომ არა სააკაშვილის ფაქტორი „ოცნებას" გამარჯვების არანიარი შანსი არ ჰქონდა, რადგან 6 წლის განმავალობაში არაფერი გაუკეთებია ხალხის ნდობის მოსაპოვებლად.
„თუ ასე გააგრძელებენ, რადგან ჯერ-ჯერობით კონკრეტული ვერაფერი უთქვამთ, სამომავალოდ რის გაკეთებას აპირებენ, რომელიც შეიძლება საქმედ იქცეს, გარდა ისევ დაპირებებისა, როგორ მთავრდება ყველაფერი ეს, ჩვენ 28 წელია ვი-ცით.
„ოცნება" მარადიული არ არის და ისიც ძალიან მალე გაქრება პოლიტიკური სცენიდან. ამიტომ, ჯერ კიდევ სანამ დრო აქვთ, მოახერხონ, რომ მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, კარგი სახელი დატოვონ.
„ვურჩევ ხელისუფლებას თავი დაანებოს „ნაცმოძრაობასთან" კონფრონტაციას და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მიხედოს, რადგან მართლაც ძალიან ცუდი სიტუაციაა, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სიღარიბე ჭამს ქვეყანას. ამიტომ უსწრაფესია, რომ წარმოადგინონ პროგრამა, როდის და რის გაკეთებას აპირებენ, პირველ რიგში და-საქმების საკითხთან დაკავშირებით. ასევე როგორი იქნება პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა და პოლიტიკური თამაშის წესები.
„ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა, „ოცნება" ისევ ამ სისტემაზე ზის, ქვეყანაში დომინანტი ოპოზიციური ძალა ისევ „ნაციონალური მოძრაობა" ჰგონია, სხვა ყველა პარტიები კი - ბრიყვების ჯგუფი. ამიტომ, კეთილი ინებონ და ყველაფერი გაკეთონ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, ქვეყანა ოდნავ მაინც წინ წავიდეს", - განაცხადა „რეზონანსთან" დემურ გიორხელიძემ.