გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებში არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი ჩაერთო.

ცოტა ხნის წინ, იმ ადგილზე, სადაც შსს-ს თანამშრომლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ, არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი მივიდა. არქეოლოგთან სამართალდამცავებმა გარკვეული კონსულტაციები გაიარეს, თუმცა, ტერიტორიაზე მისვლის მიზეზი ლიჩელმა არ დააკონკრეტა.

გორში, კულტურისა და დასვენების პარკის, ,,ახალბაღის“ ტერიტორიაზე 14 წლის წინ დაკარგული ბიჭის ცხედრის სამძებრო სამუშაოები შსს-მ მას შემდეგ დაიწყო, რაც 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცავებს დამატებითი ჩვენება მისცა.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის 1-ელ ნოემბერს გაუჩინარდა.