ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

თავდაცვის ყოფილი  მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ტაბულას“ რედაქტორს  თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს.  ოქრუაშვილის თქმით, გირგვლიანის თემაზე ჩერგოლეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები და ყველაფრის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე გადაბრალება, უბრალოდ უხერხულია. 

„ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა.
ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი?

გეგონება მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში "ვილკებს" რომ იყრიდა ჩემთან კამათით ვანო და დათა არაფერ შუაში არიანო“,  - წერს ოქრუაშვილი და ჩერგოლეიშვილის ფოტოს აქვეყნებს.