დავით თევზაძე ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: “ყოველგვარი პოლიტიკური მიკიბ-მოკიბვისა და კეკლუცობის გარეშე…”

დავით თევზაძე ნიკა რურუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს: “ყოველგვარი პოლიტიკური მიკიბ-მოკიბვისა და კეკლუცობის გარეშე…”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, პოლიტიკოს  ნიკა რურუას გარდაცვალებსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ვწუხვარ, ვუსამძიმრებ ოჯახსა და თანამებრძოლებს, გული მწყდება… 
ნაომარი ადამიანის წასვლა გულსატკენი არის ყოველთის… ყოველგვარი პოლიტიკური მიკიბ-მოკიბვისა და კეკლუცობის გარეშე არის გულსატკენი…

P.S. თქმულების მიხედვით, ნაომართა სულებს ერთი საბოლოო შესაკრებელი აქვთ… მთავარია, იქ მისვლას იმსახურებდე …,”– წერს თევზაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ვერის სასაფლაოზე, სადაც ნიკა რურუა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული, მისი მეგობრები, თანაპარტიელები და ნათესავები იკრიბებიან.

ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.