საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია იფორმაცია სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია – “Zik”-ის ეთერში წაუძღვება.
გადაცემის ანონსის მიხედვით, „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ“.
გადაცემის სახელწოდებაა – „ჯოკერი“ , რომელიც ეთერში 7 დეკემბრიდან გავა.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი მერავ მეტრეველი სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
“აჰა, მორჩა ჩვენთან არჩევნები და გადაერთო უკრიანაზე! ჩვენი უნივერსალი ესა!” – წერს მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.