თამრიკო ჭოხონელიძე ნიკა რურუაზე: “ის იყო ღირსეული ქართველი, ნამდვილი პატრიოტი”

თამრიკო ჭოხონელიძე ნიკა რურუაზე: “ის იყო ღირსეული ქართველი, ნამდვილი პატრიოტი”

ნიკა რურუას მისი თანამოაზრეები, ახლობლები და მეგობრები დღეს დაემშვიდობებიან. ნიკა რურუას მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან, ზანდუკელის 21 ნომერში ხალხის ნაკადი არ წყდება.

გუშინ სამძიმარზე იმყოფებოდა მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.

“ჩემთვის პირველ რიგში ის იყო ღირსეული ქართველი, ნამდვილი პატრიოტი. და იყო იმდენად საინტერესო ადამიანი, რომ მასთან ურთიერთობა, ერთხელ მაინც საუბარი საკმარისი იყო საფუძველი იმისა, რომ მისი პიროვნებით მონუსხულიყავი, ” – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნლისტებთან საუბრისას.