ვრეცხავთ ქათმის ღვიძლს, ვალაგებთ ცოტა ხნით ქაღალდის პირსახოცზე და ვაშრობთ. სქელძირიან ტაფაზე ვაცხელებთ ზეითუნის ზეთსა და კარაქს; ღვიძლის ნაჭრებს ამოვავლებთ ფქვილში, "ვფერთხავთ" (რომ ზედმეტი ფქვილი ჩამოშორდეს) და ვწვავთ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე. დაახლოებით 5-8 წუთია საკმარისი ამისათვის. ქურას სანამ გამოვრთავდეთ, ვაყრით მარილს, პილპილს და ქონდარს.
სასურველ ჭურჭელში ერთმანეთში ვურევთ მაიონეზსა და მაწონს. ამ მასაში ჩავამატებთ წვრილად გახეხილ კიტრის მწნილს, პილპილს, ნიგოზს, უცხო სუნელსა და ხმელ ქინძს. ყველაფერს კარგად ავურევთ ერთმანეთში.
ბოლოს ჩავუშვებთ ჩვენს წინასწარ მომზადებულ ღვიძლს, წვრილად "ზოლებად" დაჭრილ ბულგარულებს და სიმინდს. ყველაფერს კარგად ავურევთ და მივირთმევთ ბრინჯთან ერთად
მასალა:
450 გრამი ქათმის ღვიძლი,
150-150 გრამი მაიონეზი და მაწონი.
თითო-თითო წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა,
200 გრამი დაკონსერვებული სიმინდი,
ფქვილი (ამოსავლებად),
ზეითუნის ზეთი და ცოტაოდენი კარაქი,
მარილი, პილპილი,
უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ქონდარი,
1 წალი კიტრის მწნილი.
ნიგოზი (გატარებული).
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ქინძმარაული