ცოტა ხნის წინ გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომ უპოპულარესი ამერიკელი მსახიობი და გასული საუკუნის ერთ–ერთი სექს-სიმბოლო, ჯეინ ფონდა, კიბოსგან განიკურნა. ამის შესახებ, თავად მსახიობმა განაცხადა ამერიკის ტელეარხ CBS-ზე.
ერთ–ერთ გადაცემში, ჯეინ ფონდამ მაყურებელს უამბო, რომ რამდენიმე კვირის წინ ექიმებმა მას მკერდში სიმაგრე აღმოუჩინეს. გამოკვლევების მიხედვით, მსახიობს კიბო დაუდგინდა, რაც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა. ქირურგებმა ფონდას სიმსივნე ამოკვეთეს. ამჟამად მსახიობი თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ მკერდის კიბოსგან აბსოლუტურად განიკურნა.
ოსკაროსანი მსახიობი უკვე აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდა და თავისი ახალი ფიტნეს-პროგრამის დივიდი დისკების რეკლამირებას შეუდგა, რომელიც გაყიდვაში ნოემბრის ბოლოს გამოვა.