ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მესამე ცოლი მამით ხევსური (გოგოჭური ) და დედით ფშაველია (ბაიაშვილი ).
იგი ქმარზე ბევრად ახალგაზრდა იყო. როდესაც თხოვდებოდა, ფშავ-ხევსურებმა სასიძო დაიწუნეს - ბებერიაო.
ნაწყენმა ვახუშტი კოტეტიშვილმა ასეთი ლექსი მისწერა მათ:
რად გინდათ, ფშაველ-ხევსურნო,
ჩატყდეს ჩვენს შორის ხიდია,
მე მგონი, კაცი ფასდება,
იმით, რაც უფრო მშვიდია,
რაც უფრო მეტი სიბრძნე აქვს,
რაც მეტი ტვირთის მზიდია.
ძველ ღვინოს ენდეთ, ძმობილო,
თორემ მაჭარი ფლიდია,
ეგ შარი, რასაც მიწუნებთ,
მე სწორედ იქა მკიდია!