ამერიკელმა კინომსახიობმა ოუენ უილსონმა სახელი კომედიური ჟანრის სურათებში მონაწილეობით გაითქვა. მას პოპულარობა ფილმმა „დაუპატიჟებელი სტუმრები“ მოუტანა.
რეალურ ცხოვრებაში უილსონი მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს ნამდვილად არ ჰგავს.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა თავის მოკვლა სცადა და ვენები გადაიჭრა. ბედად შინ ადრე დაბრუნებულ ძმას სისხლის გუბეში მცურავი დახვდა. მან დაუყოვნებლივ „სასწრაფო“ გამოიძახა, რომელმაც „კომედიური ჟანრის მსახიობი“ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მოგვიანებით უილსონი ელიტარულ კლინიკაში მოათავსეს და მკურნალობის კურსი ჩაუტარეს. მან არ უარყო, რომ თავის მოკვლა სცადა, მაგრამ მიზეზის დასახელებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ უილსონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ის ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
საინტერესოა, რომ უილსონს სუიციდის მცდელობა 2007 წელსაც ჰქონდა, როდესაც შეყვარებულს, მსახიობ ქეით ჰადსონს დაშორდა.