ლინდსი ლოჰანი კაცებს დაერია

ლინდსი ლოჰანი კაცებს დაერია

ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი დასასვენებლად კარიბის აუზის ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდა.

ერთ მშვენიერ საღამოს ქალბატონმა ლინდსიმ ადგილობრივ ღამის კლუბს მიაშურა. ალკოჰოლური სასმელები ზომაზე მეტად მიიღო და ამ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა.

ლოჰანს არ მოეწონა მამაკაცი, რომელიც მის და ალიანას მეტისმეტად მიუახლოვდა, ლინდსიმ ჯერ სიტყვიერად სცადა მოეშორებინა კაცი, მაგრამ ვერაფერი შეასმინა.

ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და მსახიობმა „თავხედ“ ყმაწვილს ყბაში გემრიელად მოსდო. ბარში სიტუაცია აირია. ვარსკვლავის პირადმა მცველებმა „საომარი სიტუაცია“ მალევე განმუხტეს.

ალიანა ლოჰანი დაუყოვნებლივ იახტაზე დაბრუნდა, მისი უფროსი დაიკო ლინდსი კი „ინციდენტის“ ადგილას მეგობრებთან ერთად დილამდე ერთობოდა.