გამოცემა „The Hollywood Reporter”-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ცნობილი მსახიობი ჯუდი ფოსტერი ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებს.
ქალბატონმა ჯუდიმ სერიალის გადაღება გადაწყვიტა. ამ ნამუშევრის სავარაუდო დასახელებაა „ენჯის სხეული“ და თემატურად გახმაურებული „სოპრანოს კლანის“ მსგავსი იქნება.
სერიალის მთავარი მომქმედი გმირი ერთ-ერთი დამნაშავეობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი იქნება. რასაკვირველია ეს პიროვნება „სუსტი სქესის“ წარმომადგენელია და მამაკაცებს მკაცრად აკონტროლებს.
ცნობილი გახდა, რომ სერიალში ჯუდი ფოსტერი ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
მსახიობი რეჟისურით ცოტა ხნის წინ დაინტერესდა. მის მიერ გადაღებული ბოლო სურათი „The Braver”, ეკრანებზე გასულ წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლებს მელ გიბსონი, ანტონ ელჩინი, ჯენიფერ ლოურენსი და თავად ჯუდი ფოსტერი ასრულებდნენ.