ჯონ ლორდის ბოლო ალბომი

ჯონ ლორდის ბოლო ალბომი

გამოცემა „Blabbermouth.net”-ის მტკიცებით, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გაყიდვაში ჯონ ლორდის უკანასკნელი ალბომი გამოვა.

ამ დისკის სახელწოდებაა „Concerto For Group And Orchestra” და ქალაქ ლივერპულის სამეფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად არის ჩაწერილი.

ეს დისკი „Deep Purple”-ს ლეგენდარული კლავიშებზე დამკვრელისთვის სიცოცხლეში ბოლო აღმოჩნდა.

ზემოთდასახელებული კონცერტი ჯონ ლორდმა პირველად შორეულ 1969 წელს შეასრულა. 1999 წელს ჯგუფის წევრებმა ლონდონის „ალბერტ-ჰოლის“ მუსიკალურ დარბაზში სპეციალური კონცერტი ჩაატარეს და სიმფონია კიდევ ერთხელ შეასრულეს.

ბოლო ალბომზე მუშაობა „Abbey Road”-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობდა. მასში ჯონ ლორდის გარდა მონაწილეობა „Iron Maiden”-ის ვოკალისტმა ბრიუს დიკინსონმა, ჯო ბონამასამ და სტივ მორსმა მიიღეს.