მიმდინარე წელს ცნობილი ჯგუფი „Deep Purple”-ს ალბომს „Machine Head” ჩაწერიდან 40 წელი უსრულდება.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ცნობილმა ჯგუფმა და მუსიკოს-შემსრულებელმა ამ ალბომის ე.წ. ქოუვერ-ვერსიის ჩაწერა განიზრახა.
ახალი დისკი გაყიდვაში მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოვა. მასში ათი კომპოზიცია იქნება განთავსებული.
მის ჩაწერაში მონაწილეობას მიიღებენ „Metallica”, “Iron Maiden”, “The Flaming Lips”, “Chickenfoot”, Black label Society”, “Kings of Chaos”, აგრეთვე კარლოს სანტანა, გლენ ჰიუზი, სტივ ვეი და ჩადი სმიტი.