რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოცემა „USA Today”-ს ინტერვიუ მისცა.
მსოფლიოს უპირველესი ქვეყნის ლიდერმა ძირითადად არაპოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.
აღმოჩნდა რომ მისტერ ბარაკს თავისუფალ დროს მხატვრული ფილმების ყურება ჰყვარებია.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ობამას ფავორიტი
კინოსურათი „კასაბლანკა“ ყოფილა, ჰემფრი ბოგარტი კი დღემდე მის უსაყვარელეს კინომსახიობად რჩება.
ალბათ დაგაინტერესებთ და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი „მეგობარი“ ჰილარი კლინტონი, სურათი „აფრიკიდან“ დიდი თაყვანისმცემელია. შეგახსენებთ, რომ ამ ფილმში მთავარ როლებს მერილ სტრიპი და რობერტ რედფორდი ასრულებენ.