ვხარშავთ თევზს და ვათავისუფლებთ ფხებისაგან. ასევე ვხარშავთ კარტოფილს და სტაფილოსაც. შესაბამისად კვერცხსაც. თევზის ხორცს ვათავსებთ ღრმა თეფშის ფსკერზე და ვტყეპნით, ოდნავ უნდა დავაყაროთ ხმელი სუნელი და ავურიოთ.
დატკეპნილ თევზს ზემოდან დავასხათ ცოტა მაიონეზი. შემდეგ მაიონეზის ზემოთ ვათავსებთ მოხარშულ კარტოფილს, წინასწარ დატკეპნილს და მერე ზემოდან ისევ ცოტა მაოინეზი.. შემდეგ მაიონეზის ზემოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, მერე ისევ მაიონეზი და ბოლოს კვერცხი, წვრილად დაჭრილი ან ხელით დატკეპნილი. საჭმელს ზემოდან ვალამაზებთ მწვანილით.
მასალა:
სკუმბრია ან ორაგული, 1 კოლოფი მაიონეზი, სტაფილო, 6-7 ცალი კარტოფილი, 5 კვერცხი, ხმელი სუნელი, მწვანილი.
მისაყოლებლად რეკომენდირებულია თეთრი მშრალი ღვინოები.